Thursday, April 7, 2011

მუსიკის ისტორია

არსებობს ემპირიული კანონზომიერებების ამ ფორმის წერილებისა და სხვა ადამიანის ვიზუალური ნიშნები, და თუ ასეა, რა შერჩევის ზეწოლის უდევს ეს კანონზომიერება? შეამოწმოს, ჩვენ განსაზღვრული სხვადასხვა topologically მკაფიო კონტური კონფიგურაციები და შეისწავლა ფარდობითი სიხშირე ამ კონფიგურაციის ტიპის მასშტაბით წერის სისტემა, ჩინური დამწერლობის და nonlinguistic სიმბოლოს. ჩვენი პირველი შედეგი ის არის, რომ ამ სამ კლასად ადამიანის ვიზუალური ნიშანი ფლობენ მსგავსი ხელმოწერის საკუთარი კონფიგურაციის გავრცელების, მიგვითითებს, რომ არის ფუძემდებლური პრინციპები ფორმის ადამიანის ვიზუალური ნიშნები. მეორე, ჩვენ უზრუნველყოფს მტკიცებულება, რომ ფორმის ვიზუალური ნიშნები შერჩეულ ადვილად ჩანს ხარჯზე საავტომობილო სისტემაში. საბოლოოდ, მათ მტკიცებულებები ეკოლოგიური ჰიპოთეზა, რომ ვიზუალური ნიშნები უკვე კულტურულად შერჩეულ ემთხვევა სახის conglomeration საქართველოს კონტურები ნაპოვნი ბუნებრივი სცენების გამო, რომ არის ის, რაც ჩვენ არ განვითარდა, რომ კარგად ვიზუალურ რედაქტორში.

წარმოდგენილი 11 აპრილი, 2005; Accepted დეკემბერი 19, 2005; ელექტრონულად გამოცემული მარტი 23, 2006
საკვანძო სიტყვები:

ბუნებრივი სცენები, წერილი ფორმის, ვიზუალური ნიშნების, ობიექტი junctions, ეკოლოგიური ხედვა, ევოლუციის წერა.

მიუხედავად დიდი გარიგებაზე ვარიაცია ხასიათს ფორმის წერილობით სისტემები ზე მეტი ადამიანის ისტორია (Fairbank 1968; ნაკანიშიმ 1980; Ifrah 1985; Sampson 1985; Coulmas 1991; რობინსონი 1995 დენიელსი და Bright 1996; Ager 1998; Helfman 2000), შეიძლება იქ იყოს ფუძემდებლური მსგავსება? ამ სტატიაში, ჩვენ სიტყვით გამოვა სამი საკითხები ფორმის ადამიანის ვიზუალური ნიშნები. პირველი, ჩვენ ვთხოვთ არის თუ არა რაიმე ემპირიული კანონზომიერებების მმართველობის ფორმები ადამიანის ვიზუალური ნიშნები. ამ ძალისხმევის რომ ვუპასუხოთ ამ, ჩვენ განსაზღვრისათვის ფართო სპექტრი topologically მკაფიო კონტური კონფიგურაციები და შევაფასებთ ფარდობითი სიხშირე ამ კონფიგურაციის მათ მოხდეს წერილები მასშტაბით 100 წერილობით სისტემები ზე მეტი ადამიანის ისტორია, ჩინური გმირები და nonlinguistic სიმბოლოს. ჩვენ აჩვენებს, რომ არსებობს ძლიერი correlations შორის კონფიგურაციის დისტრიბუტივების ამ სამ კლასად ვიზუალური ნიშანი, მიგვითითებს, რომ კონფიგურაციის გავრცელების ადამიანის ვიზუალური ნიშნების tends დაუფლების დამახასიათებელი ხელმოწერით. მეორე, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ხელმოწერის კორელირებს მაღალი ერთად კონფიგურაციის გავრცელების ნაპოვნი სასაქონლო ნიშნის სიმბოლოები (ნიშნები, რომლებიც არჩეული ძირითადად ვიზუალური აღიარება, არა მამოძრავებელი სისტემის) და ზომები ვიზუალური სტიმული სირთულის მაგრამ ვიზუალური ნიშანი ხელმოწერა კორელირებს ცუდად ერთად კონფიგურაციის გავრცელების ნაპოვნი scribbles და სტენოგრაფიას (ნახაზები, რომლებიც შერჩეულ ძირითადად საავტომობილო აღსრულება, არა ვიზუალური აღიარებას) და ზომები საავტომობილო სირთულის. ჩვენ დადონ ამ რომ ვიზუალური ნიშანი ფორმის შერჩევა და ოპტიმიზაცია ვიზუალური აღიარებას, არ საავტომობილო აღსრულებას. საბოლოოდ, ჩვენ შეამოწმოთ ეკოლოგიური ჰიპოთეზა, რომ ფორმის ვიზუალური ნიშნები უკვე შერჩეული ჰგავს conglomerations საქართველოს კონტურები ნაპოვნი ბუნებრივი სცენები, რითაც მოსმენების ჩვენს უკვე არსებული ობიექტის აღიარების მექანიზმები, გარკვეულწილად აკინი, რომ სენსორული ექსპლუატაციის ჰიპოთეზები ცხოველთა სასიგნალო (Endler 1992 Guilford და Dawkins 1993 რაიან 1998). ჩვენ მოგაწვდით მტკიცებულება, რომ უფრო

Thursday, March 24, 2011

ევროვიზია 2011

სოფიო ტოროშელიძე დაიბადა 1990 წლის 8 იანვარს. დაამთავრა ქ.თბილისის „მომავლის სკოლა“, 1996-2007 წ. ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი, არის თბილისის ი. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაცია:
ბასტი-ბუბუს’’ სოლისტი;
მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლ ,,მზიურის’’ სოლისტი;
სიმღერების ავტორი, 1997 წელს საყმაწვილო ახალგაზრდულ ფესტივალი “ოქროს მართვე”- ლაურეატის წოდება, დიპლომი და სამახსოვრო პრიზი.
1997წ - პირველი საესტრადო მუსიკალური კონკურს-ფესტივალი “ჩვენ ვეძებთ” ტალანტებს-მე-2 ადგილი, ლაურეატის წოდება.
1998წ - ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსი, ლაურეატის წოდება.
2000წ - ბავშვთა ქართული სიმღერის მე-5 ფესტივალი გაზაფხულის ზარები-მე-2 საპრიზო ადგილი, ლაურეატი.
2000წ-“ვარსკვლავთ ბილიკი”-პრიზიორი, დაჯილდოება დიპლომით.
2000წ-“ვარსკვლავთ ბილიკი”-ოქროს ვარსკვლავის მფლობელი.
2001წ -მუსიკალური ფესტივალი “ოქროს მართვე” – პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება.
2001წ - ბორჯომის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი “ბროლის ნაძვი” –“გრან-პრი”, ლაურეატი.
2002წ - თურქეთი ქ. ანკარა, ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი ლაურეატის წოდება. 2002წ - ბორჯომის “ბავშვთა თეატრალური ფესტივალის” ლაურეატის საპატიო წოდება-“წლის აღმოჩენა”.
2006წ- საკუთარი საავტორო სიმღერა “ისევ გაგაოცებ”, გახდა “წლის სიმღერა” ნეკა სებისკვერაძის შესრულებით.
2009წ -პროექტი “ვარსკვლავების აკადემიის” ფინალისტი (პროექტი შეწყდა).
2009 წლიდან ‘ბასტი-ბუბუს’ ვოკალის პედაგოგი.
2009წ - საბავშვო ევროვიზიის ვოკალის პედაგოგი.
2010წ - ევროვიზიის B”ბექ ვოკალი”.

მიხეილ ჭელიძე (MIKEN): გიტარა
დაიბადა 1983 წლის 10 დეკემბერს, 1997 წელს დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, 2000-2004წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე.
2007 წელს მუშაობა დაიწყო ამერიკულ ნავთობკომპანიაში.
მუსიკალური კარიერა: 2007 წელს მეგობრებთან ერთად (Chango,DJ BE$$,BIBO) შექმნა ჯგუფი “BIOS”. 2010 წელს კი ჩანგოსთან ერთად დაარსა ჯგუფი “Eldrine”.
ჰყავს მეუღლე.
ჰობი: ყველა სახის ექსტრიმი, მოგზაურობა.

ირაკლი ბიბილაშვილი (BIBO): ბას გიტარა
დაიბადა 1978 წლის 15 ივლისს, 2000 წელს დაამთავრა ეკონომიკური უნივერსიტეტის აღრიცხვისა და სტატისტიკის ფაკულტეტი, 2001 წლიდან ჩართულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ საქმიანობაში, 2007-2008 წლებში მუშაობდა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ, 2008 წლიდან ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში.
მუსიკალური კარიერა: 2007-2008 წლებში მოღვაწეობდა ჯგუფში BIOS, 2010 წელს შეუერთდა ჯგუფს “Eldrine”.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ევროვიზია 2010


ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2010 - ოსლო, ნორვეგია
მე-9 ადგილი, 136 ქულა
სიმღერა "Shine" (ავტორები: ჰენ სორვააგი, ჰარი სომერდალი, კრისტიან ლეუზი)

სოფო ნიჟარაძე დაიბადა ქ.თბილისში, მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით.

სოფო ნიჟარაძემ წარჩინებით დაამთავრა ქ.მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალური კადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.

სოფოს სასცენო დებიუტი სამი წლის ასაკში შედგა, მან მაყურებელი არაჩვეულებრივი ხმით აღაფრთოვანა, რის შემდეგაც თავდაჯერებულად დაიწყო წინსვლა წარმატებისკენ.

შვიდი წლის ასაკში დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ სოფო მიიწვია ფილმში ”იავნანამ რა ჰქმნა”, სადაც სოფომ ცნობილ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დუეტი შეასრულა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში ”ბასტი ბუბუ” სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში.

ორი წლის შემდეგ , სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი Sous le ciel de Paris (პარიზის ცის ქვეშ). ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური შესაძლებლობებით და იგი გადაცემაში ТВ5 მიიწვია.

•1995- საერთაშორისო ფესტივალის ”ბროლის ნაძვის” («Хрустальная ель») ლაურეატი ნომინაციაში საუკეთესო ვოკალი.
•1996 - სპეციალური პრიზი, პირველი ქართული ფესტივალის ”ლიგა”, სიმღერა ”შენს შესახებ”, ფესტივალ ”ბრავო ბრავისიმოს” («Браво-Брависимо») ლაურეატი, მინი-ლასკალა, იტალია.
•1997 - საერთაშორისო ფესტივალ ”ბროლის ნოტის” ლაურიატი.
•1999 - ”პუშკინის დღეების” იუბილეს ფარგლებში საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი, თბილისის მერიის დიპლომი ”უნიკალური ვოკალური მონაცემები”.
•1998-2001 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი.
•2000 –”ოქროს ვარსკვლავი” საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია ”ფორტეს” და სტუდიისგან ”ვარსკვლავური კიბე” («Звездная Лестница»).
•2003 -2004 მთავარი როლი მიუზიკლში ”ჩხიკვთა ქორწილი”.
•2004 -2006 მთავარი როლი მიუზიკლში ”რომეო და ჯულიეტა”.
•2005 -2007 ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებსა და მიუზიკლებში. ასევე, მიიწვიეს ესმერალდას როლზე მიუზიკლში - Notre Dame de Paris.
•2005 - ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ახალი ტალღა”-ს ფინალისტი (ლატვია, იურმალა).
•2010 - შეასრულა დუეტი მიუზიკლიდან ”ვესტსაიდის ისტორია” მსოფლიოში აღიარებულ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად.

ევროვიზია 2008

ევროვიზია 2008 - ბელგრადი, სერბეთი

მე-11 ადგილი, 83 ქულა

სიმღერა "Peace Will Come" (ავტორი - კარენ კავალერიანი, კომპოზიტორი - კიმ ბრეითბურგი)

დიანა ღურწკაია დაიბადა 1979 წელს, აფხაზეთში.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატი. დიანა დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ირმა სოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე გამოიყვანა და ქართველ მსმენელს გააცნო.
1995 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში "იალტა-ტრანზიტი-მოსკოვი” და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
1995 წელს გაიცნო კომპოზიტორი იგორნი კოლაევი და მასთან ერთად გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები რუსეთის სცენაზე. აგრეთვე, გამოვიდა ამერიკელი მსმენელის წინაშე ნიუ იორკში Medison Square Garden-ის სცენაზე.
2000 წელს ჩაირიცხა გნესინების სახელობის მუსიკალურ ინსტიტუტში ვოკალისტის სპეციალობით, რომელიც 2003 წელს ექსტერნად დაამთავრა.
2000 წელს გამოვიდა დიანას პირველი ალბომი "Ты здесь”.
2003 წელს გაზაფხულზე გამოვიადა მომღერლის მეორე ალბომი "Ты знаешь мама”.
2004 წელს ჩაირიცხა რუსეთის თეატრისა და ხელოვნების აკადემიაში (ГИТИС).
2005 წელს უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა დააჯილდოვა წმინდა ბარბარეს სახელობის ორდენით.
2005 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა პირადად დააჯილდოვა რუხნამას სახელობის ოქროს ორდენით.
2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად მიანიჭა რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება.

ევროვიზია 2007


ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 - ჰელსინკი, ფინეთი
მე-12 ადგილი, 97 ქულა
სიმღერა „Visionary Dream (My Story)“ (ავტორები: ბექა ჯაფარიძე, ბიბი კვაჭაძე)

ვინც ეძებს, პოულობს - საყვარელი ფრაზის რეალური გაგრძელება სოფო ხალვაშის გზა ევროვიზიისკენ.

სოფო ხალვაში მომღერლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, სიმღერა სამი წლის ასაკში დაიწყო, მისი პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები იყვნენ. შემდეგ იყო ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო და ჰობოის კლასი). მოგვიანებით, პიანისტობა ესტრადით შეცვალა და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები სატელევიზიო კონკურსში “ნუცას სკოლა-2004”- მოსინჯა. დამწყებმა მომღერალმა ხალხის მხარდაჭერით, გამარჯვება დაიმსახურა.

პირველი საერთაშორისო აღიარება კი 2006 წელს მოიპოვა. სოფო ხალვაში სიმღერის კონკურსზე "ახალი ტალღა 2006" (იურმალა, ლატვია) მესამე პრიზის მფლობელი გახდა. ამ წარმატების შემდეგ, მან შემოთავაზებები მიიღო რუსული საპროდიუსერო კომპანიებისაგან, მაგრამ მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

სოფოს მიზანია მიაღწიოს სრულყოფილებას თავის პროფესიაში. უყვარს სამოცდაათიანი წლების სოული და კლასიკური როკი. მისი საყვარელი გამოთქმაა - "ვინც ეძებს, პოულობს”

საქართველო ევროვიზიაზე



საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა.

2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით “Peace Will Come”.

2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - ”Put In Disco”.

მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

ევროვიზია

კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU - ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ – შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილეთა რიცხვი 40 ქვეყნამდე გაიზარდა.

1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia) სიმღერით Refrain (მისამღერი).