Thursday, March 24, 2011

ევროვიზია

კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU - ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ – შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილეთა რიცხვი 40 ქვეყნამდე გაიზარდა.

1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia) სიმღერით Refrain (მისამღერი).

No comments:

Post a Comment