Thursday, March 24, 2011

ევროვიზია 2011

სოფიო ტოროშელიძე დაიბადა 1990 წლის 8 იანვარს. დაამთავრა ქ.თბილისის „მომავლის სკოლა“, 1996-2007 წ. ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი, არის თბილისის ი. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაცია:
ბასტი-ბუბუს’’ სოლისტი;
მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლ ,,მზიურის’’ სოლისტი;
სიმღერების ავტორი, 1997 წელს საყმაწვილო ახალგაზრდულ ფესტივალი “ოქროს მართვე”- ლაურეატის წოდება, დიპლომი და სამახსოვრო პრიზი.
1997წ - პირველი საესტრადო მუსიკალური კონკურს-ფესტივალი “ჩვენ ვეძებთ” ტალანტებს-მე-2 ადგილი, ლაურეატის წოდება.
1998წ - ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსი, ლაურეატის წოდება.
2000წ - ბავშვთა ქართული სიმღერის მე-5 ფესტივალი გაზაფხულის ზარები-მე-2 საპრიზო ადგილი, ლაურეატი.
2000წ-“ვარსკვლავთ ბილიკი”-პრიზიორი, დაჯილდოება დიპლომით.
2000წ-“ვარსკვლავთ ბილიკი”-ოქროს ვარსკვლავის მფლობელი.
2001წ -მუსიკალური ფესტივალი “ოქროს მართვე” – პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება.
2001წ - ბორჯომის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი “ბროლის ნაძვი” –“გრან-პრი”, ლაურეატი.
2002წ - თურქეთი ქ. ანკარა, ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი ლაურეატის წოდება. 2002წ - ბორჯომის “ბავშვთა თეატრალური ფესტივალის” ლაურეატის საპატიო წოდება-“წლის აღმოჩენა”.
2006წ- საკუთარი საავტორო სიმღერა “ისევ გაგაოცებ”, გახდა “წლის სიმღერა” ნეკა სებისკვერაძის შესრულებით.
2009წ -პროექტი “ვარსკვლავების აკადემიის” ფინალისტი (პროექტი შეწყდა).
2009 წლიდან ‘ბასტი-ბუბუს’ ვოკალის პედაგოგი.
2009წ - საბავშვო ევროვიზიის ვოკალის პედაგოგი.
2010წ - ევროვიზიის B”ბექ ვოკალი”.

მიხეილ ჭელიძე (MIKEN): გიტარა
დაიბადა 1983 წლის 10 დეკემბერს, 1997 წელს დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, 2000-2004წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე.
2007 წელს მუშაობა დაიწყო ამერიკულ ნავთობკომპანიაში.
მუსიკალური კარიერა: 2007 წელს მეგობრებთან ერთად (Chango,DJ BE$$,BIBO) შექმნა ჯგუფი “BIOS”. 2010 წელს კი ჩანგოსთან ერთად დაარსა ჯგუფი “Eldrine”.
ჰყავს მეუღლე.
ჰობი: ყველა სახის ექსტრიმი, მოგზაურობა.

ირაკლი ბიბილაშვილი (BIBO): ბას გიტარა
დაიბადა 1978 წლის 15 ივლისს, 2000 წელს დაამთავრა ეკონომიკური უნივერსიტეტის აღრიცხვისა და სტატისტიკის ფაკულტეტი, 2001 წლიდან ჩართულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ საქმიანობაში, 2007-2008 წლებში მუშაობდა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ, 2008 წლიდან ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში.
მუსიკალური კარიერა: 2007-2008 წლებში მოღვაწეობდა ჯგუფში BIOS, 2010 წელს შეუერთდა ჯგუფს “Eldrine”.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

No comments:

Post a Comment