Thursday, March 24, 2011

ევროვიზია 2008

ევროვიზია 2008 - ბელგრადი, სერბეთი

მე-11 ადგილი, 83 ქულა

სიმღერა "Peace Will Come" (ავტორი - კარენ კავალერიანი, კომპოზიტორი - კიმ ბრეითბურგი)

დიანა ღურწკაია დაიბადა 1979 წელს, აფხაზეთში.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატი. დიანა დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ირმა სოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე გამოიყვანა და ქართველ მსმენელს გააცნო.
1995 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში "იალტა-ტრანზიტი-მოსკოვი” და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
1995 წელს გაიცნო კომპოზიტორი იგორნი კოლაევი და მასთან ერთად გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები რუსეთის სცენაზე. აგრეთვე, გამოვიდა ამერიკელი მსმენელის წინაშე ნიუ იორკში Medison Square Garden-ის სცენაზე.
2000 წელს ჩაირიცხა გნესინების სახელობის მუსიკალურ ინსტიტუტში ვოკალისტის სპეციალობით, რომელიც 2003 წელს ექსტერნად დაამთავრა.
2000 წელს გამოვიდა დიანას პირველი ალბომი "Ты здесь”.
2003 წელს გაზაფხულზე გამოვიადა მომღერლის მეორე ალბომი "Ты знаешь мама”.
2004 წელს ჩაირიცხა რუსეთის თეატრისა და ხელოვნების აკადემიაში (ГИТИС).
2005 წელს უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა დააჯილდოვა წმინდა ბარბარეს სახელობის ორდენით.
2005 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა პირადად დააჯილდოვა რუხნამას სახელობის ოქროს ორდენით.
2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად მიანიჭა რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება.

No comments:

Post a Comment