Thursday, March 24, 2011

ევროვიზია 2007


ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007 - ჰელსინკი, ფინეთი
მე-12 ადგილი, 97 ქულა
სიმღერა „Visionary Dream (My Story)“ (ავტორები: ბექა ჯაფარიძე, ბიბი კვაჭაძე)

ვინც ეძებს, პოულობს - საყვარელი ფრაზის რეალური გაგრძელება სოფო ხალვაშის გზა ევროვიზიისკენ.

სოფო ხალვაში მომღერლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, სიმღერა სამი წლის ასაკში დაიწყო, მისი პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები იყვნენ. შემდეგ იყო ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო და ჰობოის კლასი). მოგვიანებით, პიანისტობა ესტრადით შეცვალა და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები სატელევიზიო კონკურსში “ნუცას სკოლა-2004”- მოსინჯა. დამწყებმა მომღერალმა ხალხის მხარდაჭერით, გამარჯვება დაიმსახურა.

პირველი საერთაშორისო აღიარება კი 2006 წელს მოიპოვა. სოფო ხალვაში სიმღერის კონკურსზე "ახალი ტალღა 2006" (იურმალა, ლატვია) მესამე პრიზის მფლობელი გახდა. ამ წარმატების შემდეგ, მან შემოთავაზებები მიიღო რუსული საპროდიუსერო კომპანიებისაგან, მაგრამ მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

სოფოს მიზანია მიაღწიოს სრულყოფილებას თავის პროფესიაში. უყვარს სამოცდაათიანი წლების სოული და კლასიკური როკი. მისი საყვარელი გამოთქმაა - "ვინც ეძებს, პოულობს”

No comments:

Post a Comment