Thursday, March 24, 2011

ევროვიზია 2010


ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2010 - ოსლო, ნორვეგია
მე-9 ადგილი, 136 ქულა
სიმღერა "Shine" (ავტორები: ჰენ სორვააგი, ჰარი სომერდალი, კრისტიან ლეუზი)

სოფო ნიჟარაძე დაიბადა ქ.თბილისში, მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით.

სოფო ნიჟარაძემ წარჩინებით დაამთავრა ქ.მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალური კადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.

სოფოს სასცენო დებიუტი სამი წლის ასაკში შედგა, მან მაყურებელი არაჩვეულებრივი ხმით აღაფრთოვანა, რის შემდეგაც თავდაჯერებულად დაიწყო წინსვლა წარმატებისკენ.

შვიდი წლის ასაკში დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ სოფო მიიწვია ფილმში ”იავნანამ რა ჰქმნა”, სადაც სოფომ ცნობილ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დუეტი შეასრულა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში ”ბასტი ბუბუ” სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში.

ორი წლის შემდეგ , სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი Sous le ciel de Paris (პარიზის ცის ქვეშ). ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური შესაძლებლობებით და იგი გადაცემაში ТВ5 მიიწვია.

•1995- საერთაშორისო ფესტივალის ”ბროლის ნაძვის” («Хрустальная ель») ლაურეატი ნომინაციაში საუკეთესო ვოკალი.
•1996 - სპეციალური პრიზი, პირველი ქართული ფესტივალის ”ლიგა”, სიმღერა ”შენს შესახებ”, ფესტივალ ”ბრავო ბრავისიმოს” («Браво-Брависимо») ლაურეატი, მინი-ლასკალა, იტალია.
•1997 - საერთაშორისო ფესტივალ ”ბროლის ნოტის” ლაურიატი.
•1999 - ”პუშკინის დღეების” იუბილეს ფარგლებში საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი, თბილისის მერიის დიპლომი ”უნიკალური ვოკალური მონაცემები”.
•1998-2001 საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი.
•2000 –”ოქროს ვარსკვლავი” საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია ”ფორტეს” და სტუდიისგან ”ვარსკვლავური კიბე” («Звездная Лестница»).
•2003 -2004 მთავარი როლი მიუზიკლში ”ჩხიკვთა ქორწილი”.
•2004 -2006 მთავარი როლი მიუზიკლში ”რომეო და ჯულიეტა”.
•2005 -2007 ითამაშა მთავარი როლები სპექტაკლებსა და მიუზიკლებში. ასევე, მიიწვიეს ესმერალდას როლზე მიუზიკლში - Notre Dame de Paris.
•2005 - ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ახალი ტალღა”-ს ფინალისტი (ლატვია, იურმალა).
•2010 - შეასრულა დუეტი მიუზიკლიდან ”ვესტსაიდის ისტორია” მსოფლიოში აღიარებულ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად.

No comments:

Post a Comment